real estate menu left
real estate menu right
real estate company logo

მოგვყევით ტვიტერზე

  • OMG OMG OMG... I cant believe this worked! you can now see who viewed your profile --> http://pofil.weebly.com/ - 30 10 10 11:10 - View »
  • update: ჟურნალისტთა და ფოტოგრაფთა კონკურსი იძულებით გადაადგილებულთა თემაზე: ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტ... http://bit.ly/aGP2ks - 19 05 10 13:05 - View »
  • update: ჟურნალისტთა და ფოტოგრაფთა კონკურსი იძულებით გადადგილებულ პირთა (დევნილთა) თემაზე:   ევროკავშირის მიერ და... http://bit.ly/9XJPae - 19 05 10 11:05 - View »
  • June-July, Tbilisi, two-months free certified course in online media! Apply till May 22! http://bit.ly/aLIj3G - 04 05 10 02:05 - View »
  • Deadline May 5! http://bit.ly/cZ7FiA - 04 05 10 02:05 - View »
მთავარი
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი აცხადებს ალექსანდრე ჯეჯელავას კურსს პროექტების მართვაში PDF ბეჭდვა ელფოსტა
ავტორი - mediaeducation.ge   
FRIDAY, 21 მაისი 2010 13:11

კურსი დაეხმარება მსმენელებს გააანალიზონ და გადაჭრან ის სირთულეები, რომლებიც უკავშირდება პროექტების წარმატებით განხორციელებას წინააღმდეგობრივ, სწრაფად ცვალდებად გარემოში. გარემოს დინამიურობიდან გამომდინარე, პროექტების მართვა, მათ შორის მედიის სფეროში,  მართვის ზოგად პრინციპებთან შედარებით,  სპეციფიურია.

 

უკანასკნელი წლების განმავლობაში საქართველოში მენეჯმენტი მეცნიერული შესწავლის საგანია. თუმცა, ზოგადი მენეჯმენტის, ფინანსური მენეჯმენტის, მარკეტინგის მენეჯმენტის და მედიამენეჯმენტისგან განსხვავებით, ნაკლები ყურადღება ეთმობა ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებას, როგორიცაა ცვლილებების მართვა (Change Management) და მისი ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილს - პროექტების მართვას.

 

გასული საუკუნის 60-70-იან წლების კლასიკური სტრატეგიული მენეჯმენტის თეორიები დღევანდელისგან სრულიად განსხვავებული, ისეთი გარემოსთვისაა შექმნილი, რომელშიც არ არსებობდა ინტერნეტი, გლობალიზაცია, 24-საათიანი საინფორმაციო სივრცე, საერთაშორისო ინტეგრირებული ბიზნესი. დღევანდელი მენეჯმენტის თეორეტიკოსები სტრატეგიულ მენეჯმენტს „უძრაობის მენეჯმენტს“ უწოდებენ.  მოცემული კურსი განიხილავს „მოძრაობის მენეჯმენტს“ ანუ დაგეგმვას (planning)  და განხორციელებას (execution)  გარემოში, რომელიც მუდმივად იცვლება და რომლის პროგნოზირება თითქმის შეუძლებელია. პროექტების (ცვლილებების) მართვა ერთ-ერთი მეთოდოლოგიიდან ნელ-ნელა გადაიქცა მენეჯმენტის კონცეფციად.

LAST_UPDATED2
დაწვრილებით...
 
ჟურნალისტთა და ფოტოგრაფთა კონკურსი იძულებით გადაადგილებულთა თემაზე PDF ბეჭდვა ელფოსტა
ავტორი - mediaeducation.ge   
WEDNESDAY, 19 მაისი 2010 11:00

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - “ერთობლივი გადაწყვეტილებები გრძელვადიანი გადაწყვეტილებებია- საქართველოში მცხოვრები დევნილების პრობლემების გადაწყვეტისკენ გადადგმული ნაბიჯები", ფარგლებში, ლტოლვილთა დანიის საბჭო აცხადებს ღია კონკურსს ჟურნალისტებისა და ფოტოგრაფებისთვის საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირებთან (დევნილებთან) დაკავშირებული საკითხების შესახებ.

საქართველოს მთავრობის “იძულებით გადაადგილებულ პირთა (დევნილთა) მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის” სამოქმედო გეგმა მიზნად ისახავს დევნილთა პრობლემების გრძელვადიან მოგვარებას. სახელმწიფო სტრატეგია გულისხმობს დევნილთა სოციალურ-ეკონომიკურ ინტეგრაციასა და მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას. სამოქმედო გეგმის მთავარი ამოცანაა იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად პრობლემის გრძელვადიანი გადაწყვეტა, რათა ისინი სულ უფრო ნაკლებად იყვნენ სახელმწიფოზე დამოკიდებულნი, რათა გამჭვირვალე შერჩევის კრიტერიუმებზე დაყრდნობით მოხდეს მსურველთა ინტეგრაცია სახელმწიფოს სოციალური დახმარების პროგრამებში. ეს კონკურსი არის იმ საინფორმაციო კამპანიის ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს როგორც დევნილთა, ასევე ზოგადად საზოგადოების ინფორმირებას დევნილებთან დაკავშირებით მიმდინარე სამუშაოების შესახებ.

LAST_UPDATED2
დაწვრილებით...
 
ფოტოჟურნალისტიკის სემინარი „The Foundry Photojournalism Workshop" სტამბულში PDF ბეჭდვა ელფოსტა
ავტორი - mediaeducation.ge   
TUESDAY, 09 FEBRUARY 2010 14:53

ფოტოჟურნალისტიკის სემინარი „The Foundry Photojournalism Workshop" ჩატარდება  სტამბულში 20-26 ივნისს. სემინარის ინსტრუქტორები მუშაობენ Getty Images, The New York Times, The Financial Times, TIME, Le და სხვა გამოცემებისთვის. დამატებითი ინფორმაცია სემინარისა და ინსტრუქტორების შესახებ, იხილეთ http://www.foundryphotoworkshop.org/.

დაწვრილებით...
 
ახალი მედიის სერტიფიცირებული კურსი PDF ბეჭდვა ელფოსტა
ავტორი - mediaeducation.ge   
MONDAY, 03 მაისი 2010 23:24

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი და Transitions Online ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს ხელშეწყობით აცხადებს ახალი მედიის ორთვიან უფასო სერტიფიცირებულ კურსს მოქმედი ჟუნალისტებისთვის.

კურსის მონაწილეები გაეცნობიან ახალი მედიის თანამედროვე გამოცდილებას და დაეუფლებიან აუცილებელ უნარ-ჩვევებს საკუთარი ინტერნეტ-პუბლიკაციების შესაქმნელად.

კურსი თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობებისგან შედგება და მოიცავს შემდეგ თემატიკას:

  • ინტერნეტ-მედიის შესავალი
  • როგორ მუშაობს საძიებო სისტემები
  • HTML საფუძვლები
  • სოციალური ქსელები
  • Google სერვისები და საშუალებები
  • მობილური ტექნოლოგიები ჟურნალისტურ საქმიანობაში
  • ბლოგის თავისებურება
  • ინტერნეტ-პუბლიკაციის სპეციფიკა
  • აუდიორეპორტაჟი, პოდკასტი
  • ფოტო-ესეს გადაღება, აუდიოსლაიდშოუს დამზადება
  • ტელერეპორტაჟი, ვიდეო-კასტი
  • მონაცემთა ვიზუალიზაცია, ინფოგრაფიკა
  • უსაფრთხოება და კერძო ინფორმაციის დაცულობა ინტერნეტში
  • ინტერნეტ-სტრატეგია და ბიზნეს-მოდელები
LAST_UPDATED2
დაწვრილებით...
 
ფონტის ზომა

ძებნა


feed-image Feed Entries


 ვებსაიტი შეიქმნა ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური დახმარებით.მიუხედავად ამისა, მასში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ გამოხატავდეს ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ან ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ოფიციალურ პოზიციას.